1.პროექტის სახელწოდება:ჩემი სკოლა (დუშეთის #1 საჯარო სკოლა)
2.პროექტის მთავარიიდეა (თემა)1-2 წინადადებით:ჩემი სკოლა 180 წლისაა ამასთან დაკავშირებით მოსწავლეები გამოიკვლევენ სკოლის ისტორიას.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ კითხვის, წერის,მოსმენის კულტურა.ისწავლიან ისტორიული მოვლენებისქრონოლოგიურად აღწერას.ჩამოუყალიბდებათ გემოვნება.ასევე ისწავლიან პროექტებზე მუშაობას
4/პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებს გაუჩნდეთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ- ჩვევა,ძველი და ახალი მასალის ერთმანეთთან დაკავშირება.
5/მონაწილეთა ასაკი:14-15-16 წელი
6/ვადები/ხანგრძლივობა:მუშაობის დაწყებიდან 2-3 თვე
7/მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შექმნიან ალბომს სადაც შეტანილი იქნება ყველა მათ მიერ მოძიებული ნივთი და ინფორმაცია რისი მოპოვებაც შეძლეს.ასევე გააკეთებენ ბუკლეტებს და სკოლაში გაიმართება მათ მიერ მოპოვებული მასალის გამოფენა.ასევე შექმნიან ბლოგს რომლის პრეზენტაციაც მოეწყობა სკოლაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო და ვიდეო აპარატები,ძველი გაზეთები.ფორმატის ფურცლები,მარკერები, საღებავები
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იკვლევენ სკოლის ისტორიას მასწავლებლის დახმარებით.იკვლევენ სკოლის სახელის წარმომავლობას(ჩვენი სკოლა ვაჟა-ფშაველას სახელობისაა),პირველი მასწავლებლების ვინაობას,იმ მოსწავლეების ვინაობას რომლებმაც სკოლას თავისი აქტიურობით სახელი გაუთქვეს.აგრეთვე მოიძიებენ იმ კურსდამთავრებულებს რომლებმაც თავისი პროფესიით წარმატებას მიაღწიეს.მოსწავლეები შეაგროვებენ მათ ფოტოებს და ჩაწერენ ინტერვიუებს მათთან ან მათ ახლობელ ადამიანებთან.ასევე მოიძიებენ იმ ნივთებს რომლებიც სკოლისთვის მნიშვნელოვანია(სხვადასხვა სახის საჩუქრები და სიგელები რომლებიც წლების განმავლობაში სკოლას დაუგროვდა)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ მჭიდრო კავშირი საგნებთან ისტორია და ლიტერატურა.ეს პროექტი იქნება ინტეგრირებული
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): სოფიკო დიაკვნიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:sopikodiakvnishvili@gmail.com
13პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: sopikodiakvnishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment