|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
„დიდოსტატის მარჯვენა“
|
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა სოფიკო დიაკვნიშვილი
|
|
კლასი
|
XII კლასი
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
|
25მოსწავლე სპეციალური საჭიროების
მოსწავლე კლასში არ არის
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
1.ნაწარმოების საფუძვლიანად შესწავლა და დამატებითი მასალით გამდიდრება
2. ტაძრის აგების ისტორია და გეგმა
3.პროლოგის მნიშვნელობა ნაწარმოების გააზრებაში
4.ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟებით მწერალი შუა საუკუნეებში გვაბრუნებს
5.მოსწავლეები აღიქვამენ და გაიაზრებენ როგორი იყო XI საუკუნის
საქართველოს ცხოვრება,გამოთქვამენ თავის შეხედულებას რაც განუვითარებთ კრიტიკულ აზროვნებას
და მსჯელობის უნარს.ასევე ამ მიმოხილვით გვექნება კავშირი საგანთან-ისტორია
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილზე მიმოვიხილეთ XI საუკუნის საქართველოს
სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა.ნაწარმოების დაწერის თარიღი (დაიწერა1938 წელს),მთავარი
გმირების გაცნობა (მათ შორის ისტორიული და ლიტერატურული) ისტორიული - გიორგი XI, მელქისედეკი,ზვიად
სპასალარი, არსაკიძე.ლიტერატურული - შორენა, მამაზე ერისთავი,თალაგვა კოლონკელიძე
და კიდევ არამთავარი პერსონაჟები. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სვეტიცხოვლის
შესახებ „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით.შეძლებენხელოვანისა და ხელოვნებისგანსაკუთრებულობის
დანახვას
|
|
წინარე ცოდნა
|
1.გავიმეორებთ კონტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიულ ცნობებს და ნაწარმოების
მთავარი გმირებს შესახებ მოსმენილ ინფორმაციას
2.ივსება ორი სვეტი
1.ვიცი-მწერლის ბიოგრაფია და ნაწარმოების შექმნის ისტორია
2.მინდა ვიცოდე-ნაწარმოების საფუძვლიანად შესწავლა
|
|
საკლასო მენეჯმენტის/გაკვეთილის მსვლელობა
|
1.საორგანიზაციო საკითხები(4წ)
2.წინარე ცოდნის გამეორება (5წ) მასწავლებელი
სვავს შემაჯამებელ კითხვებს რის მიხედვითაც იგებს მოსწავლის ცოდნას შემდეგ მოსწავლეებს
ერთმანეთში ამართვინებს დისკუსიას
3.ჯგუფური სამუშაო(10წ)
თითო ჯგუფში არის 5 მოსწავლე, ყველა ჯგუფს სხვადასხვა ქვეთავი აქვს სამუშაოდ
4.ჯგუფის მიერ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა(14წ)
თითოეული ჯგუფიდან დგება ჯგუფის უფროსი და წარადგენს ნაშრომს,დანარჩენი
ბავშვები უსმენენ მას. ასე ყველა ჯგუფი წარადგენს თავის ნაშრომს, შემდეგ მთელი კლასი
ერთად შეაჯამებს განვლილ მასალას
5.ახალ მასალაზე გადასვლა(10წ)
6.შეფასება(2წ)
|
|
რესურსები
|
სახელმძღნანელო,რვეულები.კალმები, ავტორის და ნაწარმოების გმირების სურათები,
ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“
|
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment